როგორც ცნობილი გახდა, რაფაელ ვარანმა 31 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რანგის ყოფილი კლუბი, "რეალი" გამოეხმაურა.
"მადლობას ვუხდით რაფაელ ვარანს, რომელიც ჩვენი კლუბის ისტორიის ნაწილია. ის ყოველთვის დარჩება ჩვენი გულშემატკივრის გულებში, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი კლუბის ისტორიაში.
ვარანს და ოჯახს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას ვუსურვებთ." - ამბობენ მადრიდელები.