ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში ჰანსი ფლიკის ბარსელონა ვილიარეალს ესტუმრა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა.
ბარსელონადან გოლები რობერტ ლევანდოვსკიმ, რაფინიამ და პაბლო ტორემ გაიტანა, მასპინძელთა ერთადერთი გოლი კი აიოზე პერესის ანგარიშზე გახლდათ.
მიუხედავად მორიგი ბრწყინვალე გამარჯვებისა და 3 ქულის მოპოვებისა, ბარსასთვის ცუდი ის მოხდა, რომ ტერ შტეგენმა სერიოზული ტრავმა მიიღო და გუნდს დიდი ხნით დააკლდება.
როგორც წერენ, არის შანსი, რომ გერმანელმა მთელი სეზონიც კი გამოტოვოს, რადგან ტრავმის მოშუშების ხანგრძლივობად 7-9 თვე სახელდება!