გერმანიის ეროვნული ნაკრების სპორტულმა დირექტორმა, რუდი ფიოლერმა აღნიშნა, რომ თეორიულად ნაგელსმანის შეცვლა გუნდში იურგენ კლოპს შეუძლია.
თუ იულიან ნაგელსმანი რაღაც მომენტში გადაწყვეტს, რომ მისთვის უფრო პრიორიტეტულია ევროპის ან გერმანიის რომელიმე ტოპკლუბის გაწვრთნა, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით იურგენ კლოპის კანდიდატურას.
ბუნებრივია, მე მას უმაღლეს შეფასებას ვაძლევ. იურგენ კლოპმა დაუჯერებელი კარიერა შექმნა.
– მოჰყავს ფიოლერის სიტყვები Sport.de-ს.
ამ მომენტისთვის კლოპი უმუშევარია. ამ ზაფხულს გერმანელმა სპეციალისტმა ლივერპულის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.