დღეს ქართულმა ფრენჩაიზმა, "შავმა ლომმა", გასვლით შეხვედრაში "ლუზიტანუში" 38:14 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით, გუნდმა 2 მატჩის ჯამში მაქსიმალური 10 ქულა მოაგროვა და A ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.
მომდევნო ორ დაპირისპირებას თბილისში ჩავატარებთ: 28 სექტემბერს "იბერიანსთან", 12 ოქტომბერს კი – "ლუზიტანუშთან".