აზარი: "სათამაშო დროის პრობლემა მაქვს, თუმცა ვიცი ეს რისგანაც არის გამოწვეული" » სპორტის ხაზი

აზარი: "სათამაშო დროის პრობლემა მაქვს, თუმცა ვიცი ეს რისგანაც არის გამოწვეული"

აზარი: "სათამაშო დროის პრობლემა მაქვს, თუმცა ვიცი ეს რისგანაც არის გამოწვეული"
16-11-2022, 20:02
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, რეალ მადრიდის და ბელგიის ნაკრების შემტევი, ედენ აზარი ჟურნალისტებს ესაუბრა და მის ირგვლის არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

"ერთადერთი რაც ახლა მაკლია, ეს სათამაშო დროა. თუმცა, მეორე მხრივ, მესმის, რომ მადრიდის რეალში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამ კონკრეტულ მომენტში ჩემზე უკეთესები არიან. ამას უბრალდო ვერ უარვყოფ", - განაცხად აზარმა.

ცნობისთვის, აზარი რეალ მადრიდს 2019 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში სამეფო კლუბის მაისურით ჯამშ 72 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავის გამოჩენა 7 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით მოახერხა.

მიუხედავად იმისა, რომ აზარის ტრანსფერი წარუმატებელი გამოდგა, 31 წლის შემტევმა, უახლოეს მომავალში მადრიდის რეალის დატოვების შესაძლებლობა გამორიცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი