გუშინ, იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრაში ქართველების ემპოლი სტუმრად კალიარს დაუპირისპირდა და მეტოქე 0:2 დაამარცხა.
მეორე გოლი, სებასტიან ესპოსიტომ საბა საზონოვს მიუძღვნა, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია.
შეგახსენებთ, ქართველმა მცველმა ემპოლის ვარჯიშზე მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და 6-დან 8 თვემდე იუქმებს.