"სწორედ ამიტომ უნდა იყოს ხვიჩა ნაპოლის მთავარი პენალტისტი", - იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"სწორედ ამიტომ უნდა იყოს ხვიჩა ნაპოლის მთავარი პენალტისტი", - იტალიელი ჟურნალისტი

"სწორედ ამიტომ უნდა იყოს ხვიჩა ნაპოლის მთავარი პენალტისტი", - იტალიელი ჟურნალისტი
16-09-2022, 00:38
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა ჟურნალისტმა, კარლო ალვინომ ნაპოლიში პენალტების პრობლემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ფუნქცია ქართველ შემტევს უნდა მიენიჭოს:

"ზელენსკიმ ვერ მოახერხა პენალტის ორჯერ გატანა, პოლიტანო კი დამაჯერებელი იყო - რეინჯერსის მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, პირადად მე თერთმეტმეტრიანებს კვარაცხელიას დავარტყმევინებდი, რადგან ის ძალიან ტექნიკური მოთამაშეა.

ამხანაგურ მატჩში უკვე გვაჩვენა, რომ პენალტების შესრულება კარგად შეუძლია, თუმცა ცხადია, რომ ამხანაგური მატჩი ჩემპიონთა ლიგისგან და სერია ა-სგან განსხვავებულია.

ასევე, არ მომეწონა მთავარი მწვრთნელის, ლუჩიანო სპალეტის განცხადება, როცა თქვა, რომ პენალტებს ის ფეხბურთელი შეასრულებს, ვინც კონკრეტულ მომენტში უფრო თავდაჯერებული იქნებაო. გუნდს აუცილებლად უნდა ჰყავდეს გამოკვეთილი პენალტისტი, თამაშის მიმდინარეობისას ვერ გადაწყვეტ - ვინ მივა პენალტის ნიშნულთან და ვინ არა
", - განაცხადა ალვინომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი