საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლა ფოთის "კოლხეთისა" და "სპაერის" შემდეგ, თბილისის "დინამომაც" შეძლო.
დედაქალაქელები პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ბათუმის "დინამოს" შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხეს.
გამოსავლენი დარჩა მხოლოდ მეოთხე ნახევარფინალისტი, რომელიც "დინამო თბილისი 2-სა" და "გაგრას" შორის გაირკვევა.