სულ უფრო და უფრო იმატებს ფეხბურთელთა პრეტენზიები გაზრდილ თამაშების რაოდენობაზე, ცოტა ხნის წინ, აღნიშნულ თემაზე ისაუბრა "სიტის" ნახევარმცველმა, როდრიმ.
"ეს ყველაფერი უკვე მარაზმში გადავიდა. მესმის, რომ კარგია ახალი ჩემპიონატები თუმცა მაშინ, როდესაც ამ ყველაფერს გულშემატკივრის თვალით უყურებ.
ახლოს ვართ ამასთან. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ახლაა, დადგება მომენტი, როცა სხვა არჩევანი აღარ იქნება და ეს ყველა მოთამაშის საერთო აზრია." - ამბობს ესპანელი