იტალიელი ჟურნალისტი: "ასე აღარ შეიძლება, პრეზიდენტმა ხვიჩა უნდა დაიცვას" » სპორტის ხაზი

იტალიელი ჟურნალისტი: "ასე აღარ შეიძლება, პრეზიდენტმა ხვიჩა უნდა დაიცვას"

იტალიელი ჟურნალისტი: "ასე აღარ შეიძლება, პრეზიდენტმა ხვიჩა უნდა დაიცვას"
17-09-2024, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა ჟურნალისტმა, კარლო ალვინომ ხვიჩა კვარაცხელიასა და სერია A-ში მოთამაშე მცველების სიუხეშეზე ისაუბრა.

როგორც ალვინო ამბობს, ქართველ ფეხბურთელს უმოწყალოდ ეუხეშებიან, თუმცა მსაჯები ხშირად ეპიზოდებს ყოველგვარი ჩარევის გარეშე ატარებენ, რაც, ჟურნალისტის აზრით, გამოსწორებას ექვემდებარება.

ნაპოლიმ და მისმა პრეზიდენტმა დუმილი უნდა დაარღვიონ, რადგან ასე აღარ შეიძლება. ხვიჩა მომდევნო ტურში იუვენტუსს და ამავე კლუბის საკმაოდ უხეშ მცველს, ფედერიკო გატის შეხვდება, რომელიც ლიგაში წესებს ყველაზე ხშირად არღვევს, მაგრამ მსაჯები ამას ყურადღებას არ აქცევენ. ახლა ჩუმად ყოფნა აღარ შეიძლება, ნაპოლიმ შესაბამის ორგანოებს ხმა უნდა მიაწვდინოს.

ამას ხვიჩას გოლის შემდეგ ვამბობ, რადგან არ იფიქროთ, რომ ვწუწუნებ. კვარაცხელია მთელი ჩემპიონატის აქტივია, თუმცა მის წინააღმდეგ მეტოქეები მუდმივად უხეშობენ. მცველები ქართველს პირდაპირ ტერფში უმიზნებენ, ეს კი უნდა აღიკვეთოს!

- თქვა კარლო ალვინომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2024/2025 წლების სეზონის სერია A-ში 4 მატჩი გამართა, რა დროშიც ქართველმა 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი