იტალიის სერია ა-ს მე-5 ტურის შეხვედრაში, ანტონი კონტეს ნაპოლი სტუმრად იუვენტუსს დაუპირისპირდება.
მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ადგილობრივი გამოცემა Tuttosport წერს, რომ კონტე პრინციპულ დაპირისპირებაში სათამაშო სქემის მხრივ, რევოლუციურ ცვლილებას მოახდენს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლი 3-5-2 სქემით ითამაშებს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ კარიერაში პირველად, მეორე თავდამსხმელის პოზიციიდან შეუტევს, გამოკვეთილი ფორვარდი კი რომელუ ლუკაკუ იქნება.
ცნობისთვის, ჩემპიონატში აქამდე გამართული შეხვედრები ანტონიო კონტემ 3-4-2-1 სქემით ითამაშა, სადაც ხვიჩა უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა.