'ნაპოლის' თავდამსხმელთა დუეტის, ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის თამაშით მთელი საფეხბურთო სამყარო გაუგნებული და აღფრთოვანებულია, ამიტომ მათ მიმართ ინტერესს უფრო და უფრო მეტი კლუბი იჩენს. ამის შესახებ ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს.
„აურელიო დე ლაურენტისის ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგაში 6 მატჩიდან 5 მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ფრანკფურტის აინტრახტს დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი კი სეზონის ამ მონაკვეთის გმირები არიან და ყველას აჩვენეს, თუ რამდენად სახიფათოები შეიძლება იყვნენ. ისინი დღევანდელი ნაპოლის სახეს წარმოადგენენ, მათ ტიტულები სწყურიათ. ეს დუეტი ამ სეზონში შესანიშნავად თამაშობს. ლუჩანო სპალეტიმ მშვენივრად მოახერხა მათი გუნდთან შეთამაშება, მწვრთნელმა ხელი შეუწყო მათ ტაქტიკურად ზრდასა და ჩამოყალიბებას“ – წერს იტალიური გამოცემა.