ტრავმა მიაყენეს - რა დაემართა ხვიჩას ალბანეთთან მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

ტრავმა მიაყენეს - რა დაემართა ხვიჩას ალბანეთთან მატჩის შემდეგ

ტრავმა მიაყენეს - რა დაემართა ხვიჩას ალბანეთთან მატჩის შემდეგ
11-09-2024, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Calcionapoli იუწყება, ხვიჩა კვარაცხელიას კალიარისთან თამაში საეჭვოა, რასაც იტალიური გამოცემა ვილი სანიოლის კომენტარზე დაყრდნობით წერს.

საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ახსენა, რომ მიღებული დარტყმის შემდეგ ხვიჩას ტკივილთან ერთად მოუწია თამაშის გაგრძელება, რის გამოც ვილიმ ქართველი ვარსკვლავი ბოლო 15-20 წუთით დაასვენა.

სხვათა შორის, მატჩის დასრულების შემდეგ კადრებიც კი გავრცელდა, სადაც ჩანდა თუ როგორი დისკომფორტი ჰქონდა კვარას გადაადგილების პროცესში, რაც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზულ ეჭვებს აჩენს.

ცნობისთვის, კვარაცხელიას ნაპოლი კალიარის 15 სექტემბერს შეხვდება, იქამდე კი ხვიჩამ გამონაჯმრთელებაზე უნდა იზრუნოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი