მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნებისთვის, საქართველოს მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, საარჩევნო სიის ნაწილი დაასახელა, სადაც მოხვდნენ ოლიმპიური ჩემპიონები, ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი.
წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემაც გააკეთა:
"გადავწყვიტე, დავუდგე ისეთ გუნდს გვერდით, რომელმაც შეინარჩუნა ქვეყანაში მშვიდობა და დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება ის გუნდი, რომელიც ამაყად, ღირსებით შეაბიჯებს ევროპაში.
ჯერ რომ გითხრათ ჩამოყალიბებულო ვარ ყველაფერში, მოგატყუებთ. ჩემი მთავარი მიზანია ახალგაზრდების გვერდით დგომა, ჩემი ქართულის სპორტის გვერდით დგომა და ყველა ის ღირსეული ნაბიჯი რასაც განვახორციელებთ ერთად ჩვენი გუნდი"- თქვა ტალახაძემ.
წყარო: formulanews