ნიდერლანდების ნაკრების შემტევი, მემფის დეპაი კარიერას კორინთიანსში გააგრძელებს - ინფორმაციას ამის თაობაზე ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანოც ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელი ბრაზილიურ კლუბთან კონტრაქტს 2026-წლამდე გააფორმებს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დეპაის ვარიანტები ევროპული კლუბებიდანაც ჰქონდა, თუმცა ყველა უარით გაისტუმრა.
ცნობისთვის, დეპაი ბოლოს ატლეტიკოს ღირსეას იცავდა, გასულ სეზონში კი ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში თავი 9 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.