"გოლი ამ ორ ადამიანს მივუძღვენი" - რა თქვა ხვიჩამ ნაკრების მოგების შემდეგ » სპორტის ხაზი

"გოლი ამ ორ ადამიანს მივუძღვენი" - რა თქვა ხვიჩამ ნაკრების მოგების შემდეგ

"გოლი ამ ორ ადამიანს მივუძღვენი" - რა თქვა ხვიჩამ ნაკრების მოგების შემდეგ
7-09-2024, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ციკლი ბრწყინვალედ დაიწყო და საკმაოდ ძლიერი ჩეხეთი საშინაო კედლებში დიდი სხვაობით, 4:1 დაამარცხა.

ცხადია, კვლავ შესანიშნავად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც 1 პენალტი გამოიმუშავა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ეროვნული გუნდისა და ნაპოლის ლიდერმა მატჩის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა:

გუნდის თამაშს დადებითად შევაფასებ. ჩემი აზრით, დღეს რა ფეხბურთიც ვაჩვენეთ, წარმოუდგენელი იყო. ვეცადეთ, რომ ლამაზი ფეხბურთი გვეჩვენებინა და ალბათ, გამოგვივიდა კიდეც.

ჩეხეთი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია, მაგრამ დღეს ჩვენი დღე იყო. შედეგი გამოიღო იმან, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში ძლიერები ვიყავით და ფეხბურთიც სწორედ ესაა.

პირველი გოლი ჩემს ბავშვს და ლაშა ბექაურს მივუძღვენი.

- თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მომავალი შეხვედრა 10 სექტემბერს ტირანაში ელის, მეტოქე კი ალბანეთი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი