დღეს, 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პირველ შეხვედრაში ჩეხეთს უმასპინძლებს.
ცნობილი გახდა, რომ აჭარელ გულშემატკივარსაც შეეძლება თვალი მიადევნოს დიდ ეკრანზე მატჩის პირდაპირ ტრანსლლაციას.
აჭარაბეთ არენას გარე მონიტორზე მატჩის პირდაპირი ეთერის ტრანსლაცია განხორციელდება. დასწრება თავისუფალია.