ერთა ლიგის თამაშები დინამოზე არ ჩატარდება - დიდი ქაოსი ქართველ ფანებში » სპორტის ხაზი

ერთა ლიგის თამაშები დინამოზე არ ჩატარდება - დიდი ქაოსი ქართველ ფანებში

ერთა ლიგის თამაშები დინამოზე არ ჩატარდება - დიდი ქაოსი ქართველ ფანებში
6-07-2024, 23:46
Aa Aa
გაზიარება:

ქართულმა საფეხბურთო გვერდმა, Geo Team-მა სოციალურ ქსელში პოსტი ახალი ერთა ლიგისა და საქართველოს ნაკრების თამაშებზე გამოაქვეყნა.

ის, რაც ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა ზღაპრულმა თამაშმა განაპირობა არის ის, რომ ქვეყანაში საფეხბურთო ბუმი კიდევ უფრო გაამძაფრა. ამ სცენარზე დიდხანს ვოცნებობდით, ხალხი ქუჩებში გიორგი მამარდაშვილის, ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი ჩაკვეტაძის, გიორგი მიქაუტაძის, გიორგი ქოჩორაშვილის, ბუდუ ზივზივაძის და სხვა არაერთი ქართველი მაისურებით დადის და უფრო იკლებს ევროპული კლუბების მაისურები ბავშვებისა თუ სხვა ასაკის ხალხში.

საქართველოს ნაკრები სექტემბრიდან ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში ჩაერთვება, სადაც შემოდგომის პერიოდში ალბანეთს, ჩეხეთს და უკრაინას დავუპირისპირდებით. უეფას საიტზე აღმოვაჩინე, რომ პირველი და მეორე საშინაო მატჩები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონსა და ბათუმში, აჭარაბეთ არენაზეა. შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავრეკე ინფორმაციის დასაზუსტებლად და კი, ამ მომენტში ეს ოფიციალური ინფორმაციააო.

მართლა ვერ ვხვდები, ამხელა საფეხბურთო ბუმის ფონზე, რატომ გახდა საჭირო 55,000-იანი დინამო არენადან თამაშების მასზე ორჯერ პატარა, 25,000-იან და 20,000-იან სტადიონზე გადატანა, როცა დინამო არენას 55,000-იანი სტადიონის ფონზეც გულშემატკივრები უბილეთოდ რჩებოდნენ და ამ ულამაზესი დღეების შემდეგ, გულდაწყვეტილ მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

მარტში, საბერძნეთთან ფინალური მატჩის მოგების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააანონსა ახალი, 70.000-იანი სტადიონის აშენება და მიზეზად დაასახელა შემდეგი რამ: დინამო არენას 55,000-იანი სტადიონი მსურველებს ვეღარ იტევს და ამიტომ, ახალ სტადიონზე უფრო მეტი ქომაგი უგულშემატკივრებს საქართველოს ნაკრებსო და ამ დროს ორჯერ პატარა სტადიონზე რატომ გადაგვაქვს ეროვნული გუნდის თამაში?

იმაზე აღარაფერს დავწერ, რამდენ ფეხბურთელს ულაპარაკია დინამო არენას მაგიურ ძალაზე. დინამო არენა დღეს ქართული ფეხბურთის სახლია.

მეტად ზუსტი რომ ვიყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მითხრეს, ეს ინფორმაცია ახლა ოფიციალურია, თუმცა შეიძლება რამე შეიცვალოსო. ვიმედოვნებ, იქნება ცვლილება.

- დაწერა Geo Team-მა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი