როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრები უახლოეს შეხვედრებს მიხეილ მესხზე და ბათუმის სტადიონზე ჩაატარებს, რამაც ქართველი ქომაგების დიდი სიბრაზე და გულისწყრომა გამოიწვია.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გააკეთა.
სტადიონის ადმინისტრაციიდან მოვიდა წერილი, სადაც ისინი საუბრობენ პრობლემის შესახებ, რომელიც დინამო არენას აქვს.
გვაქვს ოფიციალური მატჩი უეფას ეგიდით და ვერ ჩავატარებთ მატჩს ისეთ სტადიონზე, სადაც ერთ ადამიანსაც კი შეიძლება პრობლემა შეექმნას პირველ იარუსთან დაკავშირებით.
მანამ, სანამ დინამო არენაზე ეს პრობლემა არ აღმოიფხვრება, ვითამაშებთ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონსა და ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე. გამოვთქვამთ იმედს, რომ სტადიონის ადმინისტრაცია უახლოეს პერიოდში მოაგვარებს ამ პრობლემას.
ის იდეა, რომ მხოლოდ მე-2 იარუსი გამოვიყენოთ, არასერიოზულია. არამგონია, ვინც ამ თემაზე სპეკულირებს, საერთოდ ფეხბურთი აინტერესებდეს.
- თქვა ლევან კობიაშვილმა.
ამდენად, ერთი იარუსით თამაშზე და 41 000 ბილეთის რეალიზებაზე კობიაშვილმა უარი იმიტომ თქვა, რომ დინამო არენას სარემონტო სამუშაოები სჭირდება და მასზე შეხვედრას ვერ ჩაატარებს.