"მიღწეული წარმატება უნდა დავივიწყოთ და მიწაზე დავეშვათ" - კაშია ჩეხეთან მატჩის წინ » სპორტის ხაზი

"მიღწეული წარმატება უნდა დავივიწყოთ და მიწაზე დავეშვათ" - კაშია ჩეხეთან მატჩის წინ

"მიღწეული წარმატება უნდა დავივიწყოთ და მიწაზე დავეშვათ" - კაშია ჩეხეთან მატჩის წინ
6-09-2024, 16:32
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, ერთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, მედიასთან კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ გააკეთა.

"მოლოდინი პოზიტიურია და ხანდახან ასე კმაყოფილი არ უნდა იყო - ისევვ ისე უნდა გვინდოდეს გამარჯვება, როგორც ევროპის ჩემპიონატამდე იყო.

ხვალ ძალიან ბევრი ორთაბძოლა გვექნება მოსაგები, რადგან ჩეხები ჩვენზე მაღლებიც არიან და ფიზიკურადაც უფრო ძლიერები არიან.

ისეთი გარემოა შექმნილი, რომ წნეხს არ ვგრძნობთ, არადა წნეხი საჭიროა. ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებით ყველა ძალიან ბედნიერია, ამიტომაც ვამბობ, რომ წარმატება უნდა დავივიწყოთ, ცოტა დავეშვათ და ახლისთვის მუშაობა დავიწყოთ
", - განაცხადა კაშიამ.

ცნობისთვის, ზემოთხსენებული შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი