"ჯგუფის მოგების შანსი გვაქვს" - გურამ კაშია მედიასთან "პიუნიკთან" გასამართ მატჩზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ჯგუფის მოგების შანსი გვაქვს" - გურამ კაშია მედიასთან "პიუნიკთან" გასამართ მატჩზე საუბრობს

"ჯგუფის მოგების შანსი გვაქვს" - გურამ კაშია მედიასთან "პიუნიკთან" გასამართ მატჩზე საუბრობს
27-10-2022, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, კონფერენს ლიგის მე-5 ტურში ბრატისლავის "სლოვანი" საკუთარ მოედანზე ერევნის "პიუნიკს" დაუპირისპირდება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა ვლადიმერ ვაისმა, რომელსაც თან საქართველოს ნაკრების ცენტრალური-მცველი, გურამ კაშია ახლდა.

35 წლის ფეხბურთელმა მედიასთან ამ მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა - "ფეხბურთში ყოველთვის განსხვავებული მოვლენაა, როცა მეზობლებს ეთამაშები. მსგავს მატჩებს ფანები უფრო აღტაცებით უყურებენ."

პიუნიკი კარგი გუნდია, მათთან პირველ შეხვედრაში რამდენიმე სირთულე გვქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ჯგუფში პირველი მატჩის წინ ვთქვი, რომ არცერთი მატჩი არ იქნებოდა იოლი და ეს ყველაფერიგამართლდა კიდეც. ფაქტი ერთია, ძალიან დაბალანსებული ჯგუფია.

ჯგუფის მოგების შანსი გვაქვს და ამ შანსის გამოყენებას მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ. ხვალაც ძლიერ მოწინააღმდეგესთან გვექნება საქმე." - თქვა კაშიამ.


შეგახსენებთ იმასაც, რომ ზემოთ აღნიშნული შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე არის ჩანიშნული.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი