საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს ჩეხეთს უმასპინძლებს და ერთა ლიგის ახალი ციკლის წარმატებით დაწყებას შეეცდება.
აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი ჩვენი გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ გააკეთა.
ჩეხეთის ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. სახიფათოები არიან სტანდარტული მდგომარეობების დროს. ასეთი სტილის გუნდს ფიზიკური წინააღმდეგობა აუცილებლად უნდა გაუწიო. ვფიქრობ, ეს თამაში დიდ ენერგიას წაიღებს.
რეალობას უნდა დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა უკეთესი გუნდი გავხდით, თუმცა იოლი გასეირნება ამ ჯგუფში არ გვექნება. უნდა ვიფიქროთ ჯგუფის მოგებაზე, მაგრამ ოთხივე გუნდი ძალიან თანაბარია. ყველა მეტოქესთან 100 პროცენტი უნდა გავიღოთ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.
- თქვა კაშიამ.