მას შემდეგ, რაც კაზემირომ არნე სლოტის ლივერპულის წინააღმდეგ ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, დაირხა ხმები, რომ ბრაზილიელი მანჩესტერს დატოვებდა.
კაზემირო თურქულ გალათასარაის დაუკავშირეს, ამასთან დაკავშირებით კი ფაბრიციო რომანომ სანდო ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც ჟურნალისტი წერს, კაზემირო არსადაც არ წავა. რომანოს თქმით, ბრაზილიელი ნახევარმცველი ინგლისში 2025 წლის იანვრამდე დარჩება.
გარდა ამისა, კაზემიროს ნდობა ერიკ ტენ ჰაგმა გამოუცხადა. ნიდერლანდელის თქმით, რეალის ყოფილი მოთამაშე საუკეთესო ფორმაში აუცილებლად დაბრუნდება, ახლა კი მოცდა და დალოდებაა საჭირო.