ნეაპოლურმა Napoli Today-მ სტატია ხვიჩა კვარაცხელიასა და ანტონიო კონტეს ურთიერთგაგების შესახებ გამოაქვეყნა.
როგორც გამოცემა წერს, იტალიელმა სპეციალისტმა კვარას სულსა და გონებაში შეაღწია, რის გამოც ხვიჩასგან კონტემ ისეთი მასალა მიიღო, რაც კვარასგან ნაპოლის ფანებს აქამდე არ უნახავთ.
კვარაცხელია ნაპოლის ბოლო თამაშში მოედანზე ყველგან იყო და სრული თავისუფლება ჰქონდა, ეს კი ის ახალი ვერსიაა, რომელიც ხვიჩასგან ნეაპოლელებს აქამდე არ ენახათ.
ეს არის უმნიშვნელოვანესი სიგნალი, რომელიც გუნდის ყველაზე ნიჭიერი მოთამაშისგან მოდის. კონტემ ხვიჩას სულსა და გონებაში შეაღწია, ასე კი ქართველი გაცილებით სახიფათო იქნება.
- წერს გამოცემა.