როგორც უკვე იცით, ვიქტორ ოსიმენმა ნაპოლი დატოვა. ნიგერიელი ფეხბურთელი თურქულ გალათასარაიში იჯარით ითამაშებს.
თურქულ გრანდში გადასვლის შემდეგ ოსიმენმა საჯარო კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ახალი კლუბის მაისურის მორგებით ძალიან ბედნიერია.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, საოცარი ატმოსფეროა. მინდა მოედანზე, რაც შეიძლება მალე გავიდე. მერტენსთან ერთად მითამაშია, ის ძალიან დამეხმარა. მასთან აქ წამოსვლამდე ვისაუბრე კიდეც, ერთი სული მაქვს, მოედანზე მასთან ერთად გავიდე. ძალიან გამიხარდა, რომ გულშემატკივრები აეროპორტში დამხვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გვიანი ღამე იყო. მინდა, ისინი გავაგიჟო გატანილი გოლებით და სტადიონზე ჩემს სახელს სკანდირებდნენ.
- თქვა ოსიმენმა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ იჯარა სეზონის ბოლომდეა გათვლილი, თუმცა ნაპოლის მაინც შეეძლება, რომ ვიქტორი იანვარში სხვა კლუბში გაყიდოს.