"ხვიჩა ამ ფეხბურთელს მაგონებს", - ვის შეადარა სპალეტიმ ქართველი შემტევი წლების წინ » სპორტის ხაზი

"ხვიჩა ამ ფეხბურთელს მაგონებს", - ვის შეადარა სპალეტიმ ქართველი შემტევი წლების წინ

"ხვიჩა ამ ფეხბურთელს მაგონებს", - ვის შეადარა სპალეტიმ ქართველი შემტევი წლების წინ
3-09-2024, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერია და ამაზე უკვე ყველა ღიად საუბრობს. რამდენიმე თვის წინ, იტალიური გუნდის ყოფილ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის კვარაცხელიაზე ჰკითხეს და სპალეტიმაც ქართველისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა, მეტიც, 63 წლის სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელია ლივერპულის შემტევს, მოჰამედ სალაჰს შეადარა.

"ხვიჩას გამორჩეული დრიბლინგი, დარტყმა და ისეთი ფინტები აქვს, რომ მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია - ამ ბიჭში არის რაღაც განსაკუთრებული.

ის მშვიდი და შესანიშნავი პიროვნებაა, ზეწოლას არ გრძნობს. ასე უნდა გააგრძელოს და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი მომავალი ექნება.

მოჰამედ სალაჰია ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც მსგავსი თვისებები აქვს. ეგვიპტელი მჭიდრო სივრცეებში მსგავსი უნარებით გამოირჩევა და შეტევის უზუსტესად დაგვირგვინება შეუძლია
", - განაცხადა სპალეტიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი