ჯანლუკა დი მარციო: "ვიქტორ ოსიმენი იჯარით გალათასარაიში წავა" » სპორტის ხაზი

ჯანლუკა დი მარციო: "ვიქტორ ოსიმენი იჯარით გალათასარაიში წავა"

ჯანლუკა დი მარციო: "ვიქტორ ოსიმენი იჯარით გალათასარაიში წავა"
2-09-2024, 20:22
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იტალიელი ინსაიდერი ჯანლუკა დი მარციო ამბობს, ოსიმენი უთამაშებელი არ დარჩება, რადგან ნიგერიელი იჯარით გალათასარაიში ითამაშებს.

ამავე წყაროს მტკიცებით, დე ლაურენტისმა თურქული კლუბის წინადადება მიიღო და მასზე თანხმობა განაცხადა, შესავსები კი უკანასკნელი საკონტრაქტო დეტალებიღა რჩება.

გავრცელებული ცნობებით, ვიქტორ ოსიმენის ხელფასს თავიდან ბოლომდე გალათასარაი (11 მილიონი ევრო) გადაიხდის, რაშიც ნაპოლის ფული მნიშვნელოვნად დაეზოგება.

იწერება ისიც, რომ გალათასარაი ნიგერიელს გამოსყიდვის უფლების გარეშე წაიყვანს. იმის გამო, რომ თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 13 ოქტომბრამდე გრძელდება, გალათასარაის ვიქტორის დამატება თავისუფლად შეეძლება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი