ვილი სანიოლი: "ეს არის მიზეზი, რის გამოც ხვიჩა ფლანგიდან ცენტრში გადავწიე" » სპორტის ხაზი

ვილი სანიოლი: "ეს არის მიზეზი, რის გამოც ხვიჩა ფლანგიდან ცენტრში გადავწიე"

ვილი სანიოლი: "ეს არის მიზეზი, რის გამოც ხვიჩა ფლანგიდან ცენტრში გადავწიე"
2-09-2024, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე ოფიციალურად შეიკრიბა და სექტემბრის მატჩებისთვის გუნდური მზადებაც დაიწყო.

ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ახალ ციკლს 7 სექტემბერს დაიწყებს, მეტოქე კი ჩეხეთის ნაკრები იქნება, რომელსაც მიხეილ მესხზე ვუმასპინძლებთ.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩვენი ნაკრების დამრიგებელმა ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციური ცვლილება განიხილა და ცვლილებები თავისებურად ახსნა.

მნიშვნელოვანია ის, თუ რა პოზიციაზე თამაშობს კვარაცხელია ახლა ნაპოლიში. მე მას ცენტრალურ ტრაექტორას დავარქმევდი, რადგან ის ცენტრალურ ზონაში მოქმედებს. ამ ყველაფერს ხვიჩა ჩვენთან უკვე 2 წელზეა მეტია აკეთებს, ნაპოლიში კი ახლა დაიწყო ასე თამაში, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ.

ის იმ ტიპის მოთამაშეა, ვისაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. ვფიქრობ, ფეხბურთელები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, ცენტრიდან უნდა მოქმედებდნენ, რადგან ისინი კართან ასე უფრო ახლოს არიან. ხვიჩას გოლის გატანაც შეუძლია და კარგი პასის გაკეთებაც. სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომაც შევუცვალე მას პოზიცია.

- თქვა ვილი სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია სანაკრებო პაუზას მშვენიერ განწყობაზე ხვდება. იტალიის სერია A-ში კვარამ უკვე გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა, მისი ნაპოლი კი 6 ქულით მოწინავეთა შორისაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი