უმაღლესი რეიტინგით - კიტეიშვილი ავსტრიის ლიგის სიმბოლურ გუნდშია! » სპორტის ხაზი

უმაღლესი რეიტინგით - კიტეიშვილი ავსტრიის ლიგის სიმბოლურ გუნდშია!

უმაღლესი რეიტინგით - კიტეიშვილი ავსტრიის ლიგის სიმბოლურ გუნდშია!
2-09-2024, 18:40
Aa Aa
გაზიარება:

ავსტრიის ბუნდესლიგის რიგით მე-5 ტურში ოთარ კიტეიშვილის შტურმმა ტიროლს უმასპინძლა და მეტოქე უხვგოლიან შეხვედრაში 4:2 დაამარცხა.

აღნიშნული დაპირისპირება შესანიშნავი გამოდგა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველისთვის, რომელმაც მონაწილეობა ორ გოლში მიიღო. ოთარ კიტეიშვილმა ჯერ თავად აიღო ტიროლის კარი, შემდეგ კი საკუთარ თანაგუნდელსაც გაატანინა.

ცხადია, ასეთი პერფორმანსის შემდეგ ოთარ კიტეიშვილი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. Sofascore-მ ავსტრიის ლიგის ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც ოთარ კიტეიშვილი ყველაზე მაღალი შეფასებით მოხვდა!

იხილეთ ფოტო

უმაღლესი რეიტინგით - კიტეიშვილი ავსტრიის ლიგის სიმბოლურ გუნდშია!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი