ოთარ კიტეიშვილის შტურმმა ავსტრიის თასის 1/2-ფინალურ შეხვედრაში ზალცბურგი 4:3 დაამარცხა და ფინალში კვალიფიცირდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გუშინდელ შეხვეფრაში მონაწილეობა სრულფასოვნად მიიღო და შტურმის გამარჯვებაში თავისი წვლილიც შეიტანა.
ოთარ კიტეიშვილის გუნდი ფინალში ვენის რაპიდს შეხვდება, რომელმაც თავის შეხვედრაში ქვედალიგელ ლეობენს მარტივად, 3:0 მოუგო.
ცნობისთვის, შტურმისა და რაპიდის ფინალური დაპირისპირება პირველ მაისს გაიმართება.