მოგეხსენებათ, იტალიის სერია ა-ს მესამე ტურის შეხვედრაში ნაპოლი საკუთარ მოედანზე პარმას დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ, რომელმაც სხვადასხვა გამოცემების ვერსიით მაღალი სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.
23 წლის ქართველმა შემტევმა 8.4 ქულა მიიღო და ამავე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.