სერია ა-ს მორიგ ტურში ნაპოლიმ 10 კაცით დარჩენილი პარმა მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
" "პარმას" დამარცხებით გახარებული ვარ. ურთულესი თამაში გამოვიდა, კლუბმა კი შესაბამისი რეაქცია გამოავლინა." - თქვა ნეაპოლელთა თავკაცმა, ანტონიო კონტემ, მატჩის შემდგომ.
ჩატარებული სამი ტურის შემდეგ, ნეაპოლელები 6 ქულით მეექვსე ადგილს იკავებენ და მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდგომ, 15 აგვისტოს, "კალიარის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.