ოსიმენის აგენტი: "არ ვფიქრობ, რომ ვიქტორი საუდის ლიგაში წავა" » სპორტის ხაზი

ოსიმენის აგენტი: "არ ვფიქრობ, რომ ვიქტორი საუდის ლიგაში წავა"

ოსიმენის აგენტი: "არ ვფიქრობ, რომ ვიქტორი საუდის ლიგაში წავა"
1-09-2024, 14:25
Aa Aa
გაზიარება:

ვიქტორ ოსიმენის აგენტი ამბობს, რომ ნიგერიელი ფორვარდი საუდის ლიგაში არ წავა მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლისაც ვერ ტოვებს.

ნაპოლიმ ამ ზაფხულს რეალური წინადადება პარი სენ-ჟერმენისგან მიიღო, თუმცა დე ლაურენტისმა ის სატრანსფერო ღირებულების გამო დაბლოკა.

მას შემდეგ აქტიურად წერდნენ, რომ ოსიმენისთვის ერთადერთი გზა საუდის არაბეთში გადაბარგება იყო, თუმცა ეს ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა უარყო.

მისივე თქმით, ვიქტორი ნაპოლის მაისურს აღარ მოირგებს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიგერიელს საუდიში წასვლა აქვს გადაწყვეტილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი