იარაღი დაადეს - ნაპოლის ფეხბურთელი გუშინდელი მატჩის შემდეგ გაძარცვეს » სპორტის ხაზი

იარაღი დაადეს - ნაპოლის ფეხბურთელი გუშინდელი მატჩის შემდეგ გაძარცვეს

იარაღი დაადეს - ნაპოლის ფეხბურთელი გუშინდელი მატჩის შემდეგ გაძარცვეს
1-09-2024, 11:31
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ნაპოლიმ უმძიმეს ბრძოლაში შეძლო და პარმა 2:1 დაამარცხა, თანაც ისე, რომ ახალწვეულებმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს. რომელუ ლუკაკუმ გამათანაბრებელი გოლი გაიტანა, დავიდ ნერეშმა კი გამარჯვების გოლზე საგოლე პასი გააკეთა.

მიუხედავად ამისა, მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში ძალიან ცუდი რამ მოხდა. როგორც იტალიურ მედიაში დაიწერა, დავიდ ნერეშის მანქანა მძარცველებმა შუა გზაში დააზიანეს და ჩამსხვრეული მინიდან ბრაზილიელს შუბლზე იარაღი დაადეს.

Calcionapoli-ის ინფორმაციით, ნერეშს ყაჩაღებმა ძვირადღირებული საათის მოხსნა უბრძანეს. აღსანიშნავია, რომ მანქანაში ნერეშის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ და ცხადია, დავიდმა მძარცველების მოთხოვნა უმალვე შეასრულა.

ამავე წყაროს მტკიცებით, გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა ადგილობრივი პოლიცია დამნაშავეთა კვალზე ჯერ არ გასულა.

იარაღი დაადეს - ნაპოლის ფეხბურთელი გუშინდელი მატჩის შემდეგ გაძარცვეს


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი