გრანადას მწვრთნელი წიტაიშვილის ნაკრებში გამოძახებით უკმაყოფილოა » სპორტის ხაზი

გრანადას მწვრთნელი წიტაიშვილის ნაკრებში გამოძახებით უკმაყოფილოა

გრანადას მწვრთნელი წიტაიშვილის ნაკრებში გამოძახებით უკმაყოფილოა
1-09-2024, 01:06
Aa Aa
გაზიარება:

გრანადას მთავარმა მწვრთნელმა, გილერმო აბასკალმა გიორგი წიტაიშვილის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზე უკმაყოფილება საჯაროდ გამოთქვა - ესპანური გუნდის სპეციალისტმა, ზოგადად საკლუბო ჩემპიონატების მიმდინარეობისას, სანაკრებო პაუზებზეც გააკეთა კომენტარი.

"საკლუბო ტურნირები უნდა შეჩერდეს, როდესაც ეროვნული ნაკრების თამაშების პერიოდია - სეზონის განმავლობაში მსგავსი სულ ხუთი სანაკრეო ფანჯარა გვაქვს.

შესაბამისად, წიტაიშვილის მსგავს ფეხბურთელებს, რომელთაც ეროვნულ გუნდში იწვევენ, 8-10 თამაშის გამოტოვება უწევთ. ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს და ყველა თანაბარ პირობებში იყოს
", - განაცხადა აბასკალმა.

ცნობისთის, წიტაიშვილი ამჟამად გრანადაში კიევის დინამოდან 1-წლიანი იჯარით იმყოფება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი