"რომ ჩამოვა, აუცილებლად დაველაპარაკები" - სანიოლი ტაბიძის რუსეთში წასვლაზე » სპორტის ხაზი

"რომ ჩამოვა, აუცილებლად დაველაპარაკები" - სანიოლი ტაბიძის რუსეთში წასვლაზე

"რომ ჩამოვა, აუცილებლად დაველაპარაკები" - სანიოლი ტაბიძის რუსეთში წასვლაზე
30-08-2024, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 7 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშებას იწყებს.

მანამდე კი გუნდის თავკაცმა, ვილი სანიოლმა მედიასთან ისაუბრა და არაერთ საინტერესო თემასაც შეეხო, მათ შორის ჯიმი ტაბიძის ნაკრებში გამოძახებასაც.

"ვიცი, რომ ახლა რუსეთში კარიერის გაგრძელება ოპტიმალური ვარიანტი არაა, მასთან ამ საკითხზე ჯერ არ მისაუბრია, თუმცა რომ ჩამოვა, აუცილებლად გავესაუბრები მის მოტივაციაზე. კვერკველია უკლუბოდაა, ხოჭოლავამ კარიერა დაასრულა, საზონოვს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, კალანდაძე ბოლო თვეებში არასასურველ ფორმაშია. მე შედეგისთვის საუკეთესო ფეხბურთელები მჭირდება შემადგენლობაში და ვთვლი, მისი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, ჯიმი ახლა უნდა იყოს შემადგენლობაში. ახლა მცველებს შორის არ მაქვს დიდი არჩევანი", - ციტირებს სანიოლის სიტყვებს Geo Team.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ტაბიძე რუსეთში სათამაშოდ წავიდა, კერძოდ დინამო მახაჭკალაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი