საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 7 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშებას იწყებს.
მანამდე კი გუნდის თავკაცმა, ვილი სანიოლმა მედიასთან ისაუბრა და არაერთ საინტერესო თემასაც შეეხო, მათ შორის გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერსაც.
"მსოფლიოს 10 საუკეთესო გუნდიდან ერთ-ერთში გადავიდა და მის გამო ბედნიერი ვარ. დამსახურებულია ყველაფერი, რასაც იღებს ფეხბურთისგან, ბოლო 3 წელში ნაჩვენები ხარისხის გამო. ლივერპულის გარდა, მისი დამატება ევროპის სხვა დიდ გუნდებსაც სურდათ", - განაცხადა სანიოლმა.