ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, რევაზ ჩელებაძემ გამოცემა Metaratings-სთან ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის საუბარი შეეხო გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში შესაძლო ტრანსფერსაც.
"მამარდაშვილი ლივერპულში თუ გადავა, გუნდში საუკეთესო იქნება - ის უბრალოდ შესანიშნავი ფეხბურთელია. მართალია, არის გარკვეული კომპონენტები, რომელიც გასაუმჯობესებელი აქვს, მაგრამ კარის ხაზზე ნომერ პირველია", - განაცხადა ჩელებაძემ.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები წარმატებული მატჩების შემდეგ, გიორგი მამარდაშვილისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა - ბოლოს, ყველაზე აქტიურად ქართველი მეკარის სახელი ლივერპულს დაუკავშირეს.