გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ.
"მამარდაშვილი უბრალოდ ფანტასტიური ფეხბურთელია. წარმოიდგინეთ, ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. არ დაგავიწყდეთ, რომ ლევ იაშინი, ანუ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ბურთის მფლობელი ერთადერთი გოლკიპერი, 25 წლის იყო, როდესაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა.
გიორგი გამუდმებით მუშაობს საკუთარ თავზე და არასოდეს არ ჩერდება. მე მას რინატ დასაევს შევადარებდი, რომელიც მამარდაშვილზე ყოველთვის დადებითად საუბრობს. საფეხბურთო კარიერის მანძილზე დასაევი ყოველთვის მსოფლიოს ხუთ საუკეთესო მეკარეს შორის იყო და ჩემი თანამემამულეც ზუსტად ასე იქნება." - თქვა ჩელებაძემ.