საბა საზონოვი ამ სეზონს ემპოლიში გაატარებს - ინფორმაციას ტორინოს პრესსამსახურიც ადასტურებს და როგორც გაირკვა, იტალიურმა კლუბმა ქართველი მცველი ემპოლიში 1-წლიანი იჯარით გაანათხოვრა.
ცნობისთვის, ემპოლიც სერია ა-ში ასპარეზობს და ტორინოს მსგავსად, სეზონი წარმატებულად დაიწყო - ორივე გუნდს 2 მატჩში 4-4 ქულა აქვთ.
რაც შეეხება საზონოვის ახალი გუნდის მომდევნო მატჩს, 31 აგვისტოს ემპოლი სტუმრად ბოლონიას დაუპირისპირდება.