ვალენსია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის დამატებაზე მუშაობს - ესპანური მედია » სპორტის ხაზი

ვალენსია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის დამატებაზე მუშაობს - ესპანური მედია

ვალენსია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის დამატებაზე მუშაობს - ესპანური მედია
28-08-2024, 22:11
Aa Aa
გაზიარება:

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურავმდე, შესაძლოა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ვალენსიაში გადავიდეს - ინფორმაციას ამის თაობაზე SER Deportivos Valencia ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, ცნობილი აგენტი, ჟორჟე მენდეში ამჟამად ღამურების ნახევარმცველების, ანდრე ალმეიდას და ხავი გერას ტრანსფერებზე მუშაობს და თუ ისინი კლუბს დატოვებენ, მის ალტერნატივად მამარდაშვილის გუნდი გიორგი ქოჩორაშვილს განიხილავს.

შეგახსენებთ, გიორგი ქოჩორაშვილს ლევანტესტან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ცნობილია, რომ ესპანური გუნდი ქართველის სანაცვლოდ მინიმუმ 5 მილიონ ევროს ითხოვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი