გავრცელდა ინფორმაცია, რის მიხედვითაც მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს საქართველოს მთავრობა პრემიებს გადასცემს.
პრემიალური თანხა ჩემპიონებისთვის 17 000 ლარი იქნება, მეორე ადგილზე - 8 500, ხოლო მე-3 პოზიციაზე გასულებს - 5 100 ლარი გადაეცემათ.
რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5 100 ლარი, II ადგილის მფლობელებს - 3 400, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს - 1 700 ლარი გადაეცემათ.
პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების I ადგილის მფლობელები 3 400 ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვისაც.
მკლავჭიდელებისა და პარამკლავჭიდელებისთვის აწესებული პრემიების ჯამური ოდენობა 1,921,850 ლარს შეადგენს.