UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც ქართველი მებრძოლი ნაკერებს ჭრილობიდან მაკრატლის დახმარებით თვითონ იღებს.
"მგონი, მერაბი ამას სპეციალურად მიკეთებს. გინახავთ ნაკერებს როგორი მაკრატლით ამუშავებენ?! პატარა მოწყობილობით, რომელიც ჭრილობას დამატებით არ გაგიღიზიანებს. ამ კაცმა კი მებაღის მაკრატელი გამოიყენა. ასეთებს ბუჩქების გასაკრეჭად იყენებენ." - თქვა ამერიკელმა.