ქართველმა UFC-ის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ვრცელი კომენტარი საკუთარი ძმის, ალექსანდრე თოფურიას შესახებ გააკეთა, რომლის სადებიუტო ბრძოლაც ორგანიზაციაში სულ მალე შედგება.
მერწმუნეთ, ის UFC-ის მომავალი ჩემპიონია. შესაძლოა, ის ჩემზე უკეთესიცაა. ის ძალიან, ძალიან მაგარი მებრძოლია. არის საკმაოდ ტექნიკური. ფანატები აღფრთოვანდებიან მისი ბრძოლით. რა თქმა უნდა, მას შეუძლია იგივე გზა გაიაროს, რაც მე გავიარე. მას აქვს სათანადო დონე.
არ მგონია, რომ ის აბუ დაბიში გამოიყვანონ. ვითხოვდით, რომ მისთვის პარიზში ჩხუბის საშუალება მიეცათ, მაგრამ გვითხრეს, რომ პარიზის ქარდი უკვე შევსებულია. შემდეგ შევეცადეთ, აბუ დაბიში დაგვენიშნა მისი ბრძოლა, მაგრამ გვიპასუხეს, რომ ერთ ქარდზე ძმების გაყვანის არცთუ კარგი გამოცდილება აქვთ. ასე რომ, ვფიქრობ, მას ბრძოლას ჩემი ჩხუბის შემდეგ დაუნიშნავენ.
- თქვა ილია თოფურიამ.