კოლუმბიის ეროვნული ნაკრების 33 წლის ფეხბურთელი - ხამეს როდრიგესი, კარიერას ლა ლიგაში, კერძოდ კი "რაიო ვალეკანოში" გააგრძელებს.
33 წლის სამხრეთ-ამერიკელმა ესპანელებთან 1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და კლუბში 2025 წლის 1 ივლისის ჩათვლით დარჩება.
კოლუმბიელმა კოპა ამერიკაზე ითამაშა, სადაც ჩატარებულ 6 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, ეროვნულ გუნდთან ერთად ტურნირზე ფინალში დამარცხდა და კოპას საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც დაიმსახურა.