იტალიურ საფეხბურთო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი, ნეაპოლში ჩავიდა და კლუბის ხელძღვანელობას სულ მალე შეხვდება.
"სავარაუდოდ, "ნაპოლის" პრეზიდენტი თავისი გუნდის ამ სეზონში საწყის საშინაო მატჩს დაესწრება და შედგება შეხვედრა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის შესაძლებელია გადამწყვეტიც გამოვიდეს" - წერს იტალიური Corriere dello sport.