მიუნხენის "ბაიერნის" მეკარემ მანუელ ნოიერმა საფეხბურთო კარიერის შესაძლო დასრულებაზე დასმულ კითხვებს გასცა პასუხი.
"კარიერის დასრულება და ბაიერნის დატოვება სეზონის ბოლოს ჩემს გეგმებში არ შედის. ახალ სეზონს არ ვიწყებ იმაზე ფიქრით, რომ ივნისში ყველაფერი დამთავრდება. თუ ყველას ერთად წარმატებული სეზონი გვექნება, ეს ნიშნავს, რომ გაგრძელება შემიძლია." - ამბობს ვეტერანი მეკარე.
შეგახსენებთ, რომ ნოიერმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.