სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ რადმენიმე თვის წინ სტუმრად გადაცემა "ნიკოლოზის კითხვებში" ჟურნალისტის დასმულ შეკითხვებს უპასუხა - სპორტსმენმა ბევრ საინტერესო კითხვას გასცა პასუხი.
"ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ ყველაფერს გულში ვიკლავ და ვცდილობ არავის არაფერი ვაწყენინო. ნაცემი სახლში არასდროს მივსულვარ, ბავშვობაში არ ვყოფილვარ განსაკუთრებული ტანის, თუმცა მაინც, ხელჩართულ ჩხუბს ყოველთვის ვერიდები, არ ვარ კონფლიქტური ადამიანი. დალევა არ მიყვარს, ვერ ვმეგობრობ დალევასთან, პირველი სიმთვრალე სკოლის პერიოდში მახსოვს, მას შემდეგ ბევრი არ დამილევია ზღვარს ყოველთვის ვიცავ."