ირანული "პერსეპოლისის" ქართველი მცველმა, გიორგი გველესიანმა, "ტრაქტორთან" შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
"ირანში თამაში ძალიან სასიამოვნოა.
"გასული სეზონი ყველა გუნდისთვის ძალიან რთული გამოდგა, კონკურენცია ძალიან დიდია. მოხარული ვარ, რომ აქ ვთამაშობ. სტადიონზე დღეს შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა, მიუხედავად იმისა, რომ ფანების უმეტესობა ჩვენს წინააღმდეგ იყო განწყობილი." - თქვა გველესიანმა ნამატჩევს.