რუსულმა Sport24.ru-მ მერაბ დვალიშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა. დვალიშვილს რუსოფობ ქართველს უწოდებენ.
"ქვეყანაში ბევრი ადამიანი დვალიშვილს იცნობს, როგორც მებრძოლს, რომელიც რუსეთისადმი კრიტიკული განცხადებებით ხშირად გამოდის.
თავის განცხადებებში პოლიტიკასაც ურევს და ზოგჯერ, რუსებს შეურაცხყოფას უმიზეზოდ აყენებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც წესი, დვალიშვილი რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის წინააღმდეგია, უბრალო ხალხს კი არაფერს ერჩი.
ჟურნალისტებთან ზრდილობიანად საუბრობს და ხშირად არის მომენტები, როცა ამ დროს პოლიტიკაზე გადადის.
კითხვაზე, უცხოპლანეტელებთან გასამკლავებლად, რომელ სამ მებრძოლს წაიყვანდა, რაზეც მან განაცხადა, რომ უცხოპლანეტელების არ სჯერა. თუმცა, რუს მონსტრებთან საბრძოლველად შონ სტრიკლენდს, ილია თოფურიასა და მის ძმას, ალექსანდრე თოფურიას წაიყვანდა." - წერენ რუსები.